1:1 ელექტრონული სწავლება
კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლბის ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.
კურსის ხანგრძლივობა:
კურსი მოიცავს 35 საათს, რომელიც 9 ტრენინგ-დღედაა დაყოფილი
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.
სერთიფიცირების პირობები:
სერთიფიცირების პირობები:
- ტრენინგ-კურსის, სულ ცოტა 30 საათზე დასწრება
- გაკვეთილის გეგმების მომზადება, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით
ტრენინგ-კურსის შინაარსი
დღე I
კურსის წარდგენა:
- მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება
- ისტ-ის როლი და მიზნები სასწავლო პროცესში
- სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
- მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში
- ბუკის ძირითადი ფიზიკური სტრუქტურა, თაგვთან და კლავიატურასთან მუშაობა.
დღე II
- მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე
- ფაილების ტიპები
- ტექსტის შეტანა და ფორმატირება ტექსტურ რედაქტორში
დღე III
- გრაფიკული ობიექტების ჩასმა და რედაქტირება ტექსტურ რედაქტორში
- სწავლების სამფაზიანი მოდელი
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
- ელექტრონული სასწავლო რესურსის მომზადება
დღე IV
- საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში
- საძიებო სერვისი, ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა
- აუდიო-ვიდეო საშუალებებისა და ელექტრონული თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში
- ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა
- ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკის და უსაფრთხოების საკითხები
დღე V
- კლასის მართვის პროგრამული უზურნველყოფა
- საკლაო მენეჯმენტის რეკომენდაციები
დღე VI
- გრაფიკული რედაქტორი ArtRage
- ჯგუფური სწავლება კლასის მართვის პროგრამაში
- ტექსტური რედაქტორი Word 2010-ის გააქტიურება
დღე VII
- სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
- სასწავლო პრეზენტაციის გამოყენება სასწავლო პროცესში
- პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი ხერხები და პრინციპები
- ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია
- ელექტრონულ წერილებთან მუშაობა, Google-ს სერვისები
დღე VIII
- სასწავლო ტესტის შედგენა კლასის მართვის პროგრამაში
- მშობლების ინფორმირება ნეთბუქის მოვლასა და ინტერნეტ უსაფრთხოებაზე
- სურათებისა და ვიდეოს გადაღება ბუკზე დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით
- ანტივირუსები
- ბუკზე დაინსტალირებული მშობლის მონიტორინგის პროგრამაში მუშაობა
- გარე მეხსიერებები - კომპაქტდისკი, ფლეშ მეხსიერება
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
- გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში
- შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ამოცანის შესაბამისად
- შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებსა და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის
- შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული განვითარების პროცესში
Комментариев нет:
Отправить комментарий